"სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება" - ვის დაატოვებინებს სააკაშვილი საპარლამენტო მანდატებს?! - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება" - ვის დაატოვებინებს სააკაშვილი საპარლამენტო მანდატებს?!

"ნაციონალურ მოძრაობაში" მოქმედი ხელმძღვანელები პარტიულ გადატრიალებაზე ალაპარაკდნენ. გივი თარგამაძეს, პოლიტსაბჭოსგან დამოუკიდებლად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შექმნილმა ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ გკჩპ გაახსენა, დავით დარჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს თავის არსებობას. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის დელეგატებთან სკაიპით ჩართვისას გიგა ბოკერიას ფლანგი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია და ისინი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. როგორც ამბობენ, 20 იანვრის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და მისი მხარდამჭერებისგან საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ხმებს არ წარმოადგენენ.

ამ საკითხზე "კვირის პალიტრამ" მასალა მოამზადა, საიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

ელენე ხოშტარია: "გაუგებარია, როდესაც განსხვავებული აზრის გამო თავს უსამართლოდ გესხმიან და მეტიც, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან გარიგებაში გადანაშაულებენ. სამწუხაროდ, პარტიაში კამათი, რაც მე პრობლემად არ მიმაჩნდა, გაუგებარ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია. ამ დაპირისპირებაში კი მთავარ ამოცანას ვწყდებით - შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება".

პეტრე ცისკარიშვილი, ყრილობისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი:

- პარტიის შიგნით არც იმას გამორიცხავენ, რომ 20 იანვარს გიგა ბოკერიას ფლანგს საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოსთხოვთ.

- მოვა ყრილობის დღე და ჩვენი დელეგატები თუ პარტიის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" მომავალთან დაკავშირებით. მე მინდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ერთად განვაგრძოთ. რაც შეეხება მანდატების დათმობას, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია.