"ქალს ხშირად სცემდა" - მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა - კვირის პალიტრა

"ქალს ხშირად სცემდა" - მარნეულში ცოლმა ქმარი მოკლა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაქენდში მკვლელობა მოხდა. 24 წლის ქალმა ოჯახური კონფლიქტის დროს 28 წლის ქმარი ნაჯახით მოკლა.

როგორც თანასოფლელები პირად საუბრებში აცხადებენ, შემთხვევას წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. მათივე ინფორმაციით, ქმარი ცოლს ხშირად სცემდა.

24 წლის ქალსა და 28 წლის მამაკაცს 3 მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ.

შსს-ს ცნობით მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. სისხლის სამართლის საქმე 11-108 მუხლითაა აღძრული, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"