ოზურგეთში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს - კვირის პალიტრა

ოზურგეთში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს

ოზურგეთის სოფელ მელექედურში 42 წლის მამაკაცი დანით მოკლეს. სოფელ მელექედურში ოზურგეთის გამგებლის წარმომადგენლის გაგა ცხომელიძის თქმით, შემთხვევა მოხდა მოკლულის სახლიდან რამდენიმე კილომეტრში. მკვლელობის სავარაუდო ვერსიად, „ძველი დაპირისპირება“ სახელდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შსს-ს ცნობით, დადგენილია სავარაუდო ბრალდებული და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.