ცნობილი ჯგუფის Loudspeakers-ის კონცერტი, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს - კვირის პალიტრა

ცნობილი ჯგუფის Loudspeakers-ის კონცერტი, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება შეცვალოს

20 იანვარს, ოლიმპიურ სასახლეში ცნობილი ქართული ჯგუფის Loudspeakers-ის კონცერტი გაიმართება. თუ გიყვართ ლიტერატურა და მუსიკა, მაშინ ეს გრანდიოზული ღონისძიება არ უნდა გამოტოვოთ.

კონცერტი ტარდება თინეიჯერების საყვარელი ლიტერატურული პროექტის Liberteens-ის ორგანიზებით. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს წიგნის პოპულარიზაციას და ცდილობს რაც შეიძლება მეტი ადამიანი დააინტერესოს კითხვით. ეს კონცერტი არის გრანდიოზული გათამაშების კულმინაცია, რომელზე დასწრებაც სიმბოლურ ფასად - 5 ლარად შეგიძლიათ.

ის ვინც გათამაშებაში ჩაერთვებით, კონცერტზე გაქვთ შესაძლებლობა მოიგოთ სუპერპრიზები- 2 კაციანი საგზური პარიზის დისნეილენდში, 2 კაციანი საგზური იტალიაში, 2 ველოსიპედი, HP-ის 2 ნოუთბუქი, Canon-ის პროფესიონალი ფოტოაპარატი.

არ გამოტოვოთ ჯადოსნური საღამო, 20 იანვარს 16:00-ზე ოლიმპიურ სასახლეში.

ბილეთების შესაძენად გადადით ნებისმიერ ლინკზე:  https://biletebi.ge/?id=22&ei=x460