მეკვლედ მაკკეინი - კვირის პალიტრა

მეკვლედ მაკკეინი

საქართველოს პირველ იანვარს ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი ეწვევა.

”ინტერპრესნიუსის" ცნობით, ამავე დღეს გაიმართება მისი შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ჯონ მაკკეინი საქართველოს 2 იანვარს დატოვებს.

ჯონ მაკკეინის საქართველოში ვიზიტის შესახებ დაახლოებით ერთი თვის წინ ”ვაშინგტონ პოსტმა” დაწერა. სტატიაში აღნიშნული იყო, რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია მოხდება, კონგრესის დელეგაცია უკრაინას, საქართველოსა და ესტონეთს ეწვევა.