თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალი მოკლეს - კვირის პალიტრა

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ქალი მოკლეს

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მკვლელობაში ბრალდებული გარდაცვლილის ქმარია.

გარდაცვლილი მეზობლებმა სახლში იპოვეს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით.

"ინტერპრესნიუსი"