გერმანიაში ქართველები ტკბილეულის ქურდობისთვის დააკავეს - კვირის პალიტრა

გერმანიაში ქართველები ტკბილეულის ქურდობისთვის დააკავეს

გერმანიის ქალაქ კონიგსბრუკში ტკბილეულის ქურდობისთვის ორი ქართველი მამაკაცი დააკავეს.

როგორც გამოცემაSächsische Zeitung იუწყება, შემთხვევა ორშაბათს მოხდა. 35 და 29 წლის ქართველმა მამაკაცებმა ერთ-ერთი სუპერმარკეტიდან ტკბილეული მოიპარეს. მათ მანქანით გაქცევა მოხერხეს, თუმცა ისინი პოლიციამ მალევე დააკავა.

გამოცემის ინფორმაციით, მათ მიერ მოპარული შოკოლადებისა და სხვა ტკბილეულის საფასური 200 ევროს შეადგენდა.

"ინტერპრესნიუსი"