ვარსკვლავთა საიდუმლოებანი
ცნობილი ვარსკვლავური წყვილების ცხოვრება ყველას აინტერესებს, მათ პირად ურთიერთობებს კი ისეთივე ყურადღებით ადევნებენ თვალს, როგორც მათი ჩაცმულობის, ან ხასიათის თავისებურებებს. 2010 წლის აპრილი ბევრი ვარსკვლავური წყვილისათვის უიღბლო აღმოჩნდა:
მელ გიბსონი და ოქსანა გრიგორიევა
ყველასავის ცნობილი მსახიობი და რეჟისორი, მელ გიბსონი ოქსანა გრიგორიევას 2009 წლის გაზაფხულიდან იცნობს. მათი რომანი ქარიშხალივით სწრაფად განვითარდა და სავალალო აღმოჩნდა მელ გიბსონის ოჯახისათვის - გიბსონმა უეცრად გადაწყვიტა გაშორებოდა მეუღლეს, რომელთანაც 29 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და რომელმაც შვიდი შვილი აჩუქა. გაყრის პროცესი 2009 წლის მაისში დაიწყო. იმ დროს ოქსანა გრიგორიევა უკვე ელოდა შვილს მელ გიბსონისაგან და ამას არც მალავდა. წყვილს არც ის დაუმალავს, რომ არ აპირებდნენ კანონიერი ქორწინების უღელი დაედგათ.
ყველაფრის მიუხედავად, მომღერალმა და რეჟისორმა ვერ შეძლეს თავიანთი დატვირთული სამუშაო გრაფიკი სიყვარულისათვის შეეთავსებინათ. ამ დღეებში უკვე ცნობილი გახდა, რომ მათ გაშორება გადაწყვიტეს, თუმცა ამის მიუხედავად ურთიერთობას არ შეწყვეტენ და თავიანთ პატარა გოგონასაც არ მოაკლებენ მზრუნველობას. "ოქსანა ძალიან დაიღალა და არ სურს მონაწილეობა მიიღოს გიბსონისა და მისი ყოფილი ცოლის ოჯახურ გარჩევებში"- გაუმხილეს ჟურნალისტებს მომღერლის მეგობრებმა. ფაქტია, რომ მომღერალი რეალობას ვერსად გაექცევა: მან არა მხოლოდ მელ გიბსონის გოგონა უნდა აღზარდოს, არამედ 2 წლის ბიჭუნაც, რომელიც კიდევ ერთი ვარსკვლავის - ტიმოთი დალტონისგან გაააჩინა.
ლარი კინგი და შონ საუსვიკი
ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 76 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში მან შვიდჯერ მოასწრო დაქორწინება. ახლა კი გადაწყვიტა თავის ბოლო მეუღლეს შონ საუსვიკსაც გაშორდეს. საუსვიკი უკვე 50 წლისაა, 13 წელია ცხოვრობს ლარისთან ერთად და მას ორი ვაჟიც აჩუქა. წყვილი ცდილობს განშორების მიზეზი არ გახმაურდეს, თუმცა ცნობილია, რომ მეუღლე ლარის ღალატში სდებს ბრალს. ყველაფრის მიუხედავად, ცოლ-ქმარი მაინც აგრძელებს ურთიერთობას, უფრო მეტიც, გაყრის ცერემონიამდე რამდენიმე წუთით ადრე ისინი ბეისბოლის მატჩს დაესწრნენ ერთად.
როგორც ამბობენ, ყოფილი ცოლ-ქმარი განშორებაში ტრაგედიას ნამდვილად ვერ ხედავს, რადგან ცნობილი ჟურნალისტი კიდევ მოძებნის ვინმეს, ხოლო ცოლი მისი მრავალმილიონიანი ქონების ნაწილს დაეპატრონება.
ჩარლი შინი და ბრუკ მიულერი
ჩარლი შინისა და ბრუკ მიულერის ცხოვრებაში გაუგებრობები 2009 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა მსახიობი ცოლის ცემის ბრალდებით დააკავეს. ჩარლი შინმა უარყო ეს ბრალდება და თქვა, რომ უბრალოდ იჩხუბეს და ერთმანეთს სილაც გააწნეს.
მართალია, სასამართლოს მიერ ჩარლი შინის დანაშაული ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ ცოლი მასთან განშორებას მაინც აპირებს. ამბობენ, რომ მათი განშორების მიზეზი ჩარლის ღალატია და არა უბრალო კამათი ან სილის გაწვნა. ბრუკ მიულერისათვის ცნობილი გახდა, რომ 44 წლის ჩარლი შინი მოდელ ანჯელინა ტრეისის კონსპირაციულად ხვდებოდა. ის ინიღბებოდა და ულვაშსაც კი იკეთებდა, რათა საყვარელს შეხვედროდა და თავისი ვინაობა დაემალა.
ჩარლი ღალატის ფაქტს სასტიკად უარყოფს, ამასთანავე მკურნალობს და ცდილობს ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ზეგავლენას თავი დააღწიოს, ხოლო ბრუკ მიულერი გაყრის ცერემონიალისათვის საბუთებს აგროვებს.
მოამზადა ხათუნა ჩიგოგიძემ