"გიგიმ ოქრუაშვილი გამახსენა" - როგორ გამოეხმაურა სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" გაყოფას?! - კვირის პალიტრა

"გიგიმ ოქრუაშვილი გამახსენა" - როგორ გამოეხმაურა სააკაშვილი "ნაცმოძრაობის" გაყოფას?!

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე, "ნაცმოძრაობიდან" წასულებმა საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილება აცნობეს.

მას შემდეგ, რაც დავით ბაქრაძემ სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა, თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტი და "ნაცმოძრაობაში" დარჩენილების ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა.

მომხდარს გამოეხმაურა ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან ე.წ. წასულების ბრიფინგისას გადაღებული ფოტო, ოღონდ უკანა ხედით და დაწერა:

"ჩვენმა ხალხმა აჩვენა თავისი ძალა და არ დაუშვა "ნაციონალური მოძრაობის" ხელში ჩაგდებისა და ჩემი პარტიიდან გაშვების ივანიშვილისეული გეგმის განხორციელება.

"განდგომილების" რაოდენობა დღეს ყველამ ნახა, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" მრავალრიცხოვანებასა და ძალაში ყველა დარწმუნდება 20 იანვრის ყრილობაზე. გიგიმ კი, რომელმაც ჩემზე უფრო მეტი ისაუბრა, ვიდრე მის ციხეში ჩამსმელ ოლიგარქზე, ოქრუაშვილი გამახსენა და ადამიანურად შემეცოდა.

დამთავრდა ნაცრის თავზე დაყრა და ლუზერების მმართველობა. პარტია ერთიანი და ძლიერია, როგორც არასდროს ბოლო 4 წლის განმავლობაში, ვინაიდან მისი კონტროლი დაიბრუნა რამდენიმე ათეულმა ათასმა აქტივისტმა.

მომავალში უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩეველს, მოტყუების შემთხვევაში უკან გაიხმოს დეპუტატი".

იხილეთ ასევე: "მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?!