"წამსვლელი წავიდა" - ნიკა მელიას პირველი გამოხმაურება "ნაცმოძრაობიდან" წასულებზე - კვირის პალიტრა

"წამსვლელი წავიდა" - ნიკა მელიას პირველი გამოხმაურება "ნაცმოძრაობიდან" წასულებზე

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთის მიერ "ნაციონალური მოძრაობის" დატოვებას პარტიაში დარჩენილი ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია გამოეხმაურა.

"როგორც ჩანს დიდი ხნით ადრე ქონდა გადაწყვეტილება მიღებული ამ ჯგუფს, რომელმაც დღეს დატოვა "ნაციონალური მოძრაობა". რა ფორმით და როგორ, ამას დრო აჩვენებს. ვცემთ პატივს მათ აზრს, წამსვლელი წავიდა, უბრალოდ ძალიან მოულოდნელი იყო და გაკვირვებულები ვართ, რომ პირველი თავიანთი ბრიფინგი ივანიშვილის სტილში ჩაატარეს და მეტი დრო დაუთმეს "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის ლანძღვასა და გინებას. ივანიშვილის ტექსტით ისაუბრეს "ნაციონალურ მოძრაობაზე", ეს კი ნამდვილად სამწუხაროა, მაგრამ რა არის აქ ყველაზე მთავარი, ჩავარდა ივანიშვილის გეგმა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დასუსტებულიყო და დაშლილიყო. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს გვესაუბრებოდა ადამიანი, რომელიც დაიჭირა ივანიშვილმა, გამოუშვა ივანიშვილმა და გაბრაზებული იყო სააკაშვილზე.

”ნაციონალური მოძრაობა” არ არის მხოლოდ პოლიტიკური გაერთიანება და ამიტომ ბევრი რამისგან შევიკავებდი თავს, ვინაიდან ბევრი რამ ხელისგულზე დევს... "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულა ბევრი პოლიტიკოსი, პოლიტიკოსთა ჯგუფი, მათ შორის უფრო მძიმე წონოსანთა ჯგუფი, ვიდრე დღეს წავიდა, მაგრამ პარტია უფრო გაძლიერებულა", - განაცხადა ნიკა მელიამ.

იხილეთ ასევე: "მიშა თუ ჯართია, მაშინ უგულავა თვითონ ვინაა"?! - რას წერენ "ნაცმოძრაობაში" დარჩენილები წასულებზე?!