"მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან" - რა უპასუხა სააკაშვილმა ბუნიათიშვილს?!
ცნობილი ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი "ფეისბუკის" პირად გვერდზე "ნაციონალურ მოძრაობაში" შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა, თითქმის პერსონალური პოსტი მიუძღვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელშიც წერდა:
"სიახლეს გენიოსები ქმნიან.
მიშა გენიოსია.
ის დადის იმ ქუჩებზე, სადაც ჯერ ვერ დაიჭერენ. ციხეში არ მიდის არა იმიტომ, რომ ეშინია, არამედ იმიტომ, რომ იცის - ის არის მთავარი სამიზნე. იცის, რომ იდეას ვერ განახორციელებს, თუ თავად არ განახორციელებს.
საკუთარი თავისადმი ფანატიზმი? არა, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება.
ის დადის ქუჩებში სკამის, სტატუსის, თანამდებობის გარეშე დარჩენილი.
სხვაზე მეტს აკეთებს, მასზე მეტს ლაპარაკობენ.
ბიუროკრატიას და წესებს პატივს სცემს, მათზე მაღლა დგას.
ის თავისუფალია".
ბუნიათიშვილის პოსტი მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გააზიარა და დაწერა:
"მადლობა ხატია, ოღონდ მე ძალიან შორს ვარ გენიოსობიდან, შენისთანები კი - ნამდვილად ას წელიწადში ერთხელ იბადებიან".