რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს" - კვირის პალიტრა

რატომ ვუყურებ "პალიტრანიუსს"

"ეს არხი არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილი პოლიტიკური არხი"

ლადო პაპავა, პროფესორი:

"ყველაზე მთავარი ჩემთვის ის არის, რომ ეს არხი არ არის რომელიმე პარტიის კუთვნილი პოლიტიკური არხი. ცდილობს, ობიექტურად გააშუქოს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და არ გამოირჩევა პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაცემებით".

ანდრია გვიდიანი,ეკონომისტი:

"პალიტრანიუსი" არის ტელევიზია, საიდანაც შეგიძლია მიიღო ყველაზე სანდო, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია.

"პალიტრანიუსი" ჩემთვის არის ახალი ამბების ტელევიზია, რომლისგანაც ვიღებ ყველაზე დიდ და საჭირო ინფორმაციას".

გიორგი ტუღუში, პოლიტიკოსი:

"პალიტრანიუსმა" დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. გაცილებით განვითარდა და გაფართოვდა, დაემატა ბევრი საინტერესო გადაცემა.

მე პირადად ამ გადაცემებიდან რამდენიმეში ვარ ნამყოფი როგორც მიწვეული სტუმარი".

ირაკლი ყიფიანი, პოლიტიკურიექსპერტი:

"პალიტრანიუსი" არის ობიექტური ტელევიზია და ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი გარემოება,

რის გამოც ვუსურვებ მას ყოველივე საუკეთესოს, პირველ რიგში კი ობიექტურობის შენარჩუნებას, რაც ყველაზე მთავარია დღეს მედიასივრცეში".

მურმან მარგველაშვილი, "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსათვის" დირექტორი:

"ჩემთვის საინტერესოა ის ფორმატი, რომელსაც "პალიტრანიუსი" გვაწვდის მაყურებელს, ის ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენ მოკლე დროში მივიღოთ უახლესი ინფორმაცია, რაც ძალიან სასიამოვნოა. ამიტომაც მე დიდი ინტერესით ვუყურებ მას მცირე დროის განმავლობაში ბევრი ინფორმაციის მისაღებად".