როგორ მიირთმევენ ღვინოს იტალიელები: ”კი არ ვსვამთ - ვმკურნალობთ!” - კვირის პალიტრა

როგორ მიირთმევენ ღვინოს იტალიელები: ”კი არ ვსვამთ - ვმკურნალობთ!”

რუსეთი პერმანენტულად ებრძვის ალკოჰოლიზმს, ევროპელები კი სვამენ. ბრიტანელები სამსახურის მერე ადგილობრივ პაბებს სტუმრობენ. ფრანგული ღვინო, ყველი და ბაგეტები მხოლოდ ექსპორტისთვის არ არის განკუთვნილი. გერმანელების ლუდისადმი სიყვარული ცნობილია. მაგრამ დღეს ვისაუბროთ ევროპის ჩემპიონებზე ღვინის სმის საკითხებში (თუმცა, უფრო მაგარ სასმელებზეც არ ამბობენ უარს ჩვენი გმირები) - იტალიელებზე.

ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა

წელიწადში 54 ლიტრი ღვინის დალევა სულაც არ არის ბევრი - 1 ლიტრზე ცოტათი მეტია კვირაში. მაგრამ სწორედ იტალიელები ლიდერობენ არაფორმალურად ღვინის სმაში.

თუმცა, იტალიის ალკოჰოლურ ტრადიციებს არა მათი ევროპული ლიდერობის, არამედ სხვა მიზეზის გამო მივმართე: მათთვის ღვინო - ტრაპეზის ნაწილია. ცნობილია, რომ იტალიელებს ჭამა უყვართ, ამ საკითხს დიდი გრძნობითა და მონდომებით უდგებიან, იცავენ განრიგის მკაცრ წესებს, რომლის დარღვევაც, განსაკუთრებით სოფლებში, დანაშაულის ტოლფასია! იქნებ, სწორედ ამაშია ხლემთაშუა ზღვის დღეგრძელი ცხოვრების საიდუმლო? მიდგომა ”კი არ ვსვამთ - ვმკურნალობთ” (უფრო სწორედ, პროფილაქტიკას ვიტარებთ) - სწორედაც რომ იტალიურია. მთავარია - განრიგი!

დილის პროცედურები

იტალიური მზის ქვეშ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებისთვისაც სმის პირდაპირ დილიდანვე დაწყება არის დაშვებული - ეს გახლავთ ასაკოვანი ფერმერები. თუმცა, მათგან ცოტა ვინმე თუ აძლევს თავს უფლებას, 1 ჭიქაზე მეტი დალიოს.

საერთოდ კი, იტალიელები იშვიათად საუზმობენ, დალევა წახემსების გარეშე კი ძალიან უცნაურია. ასე რომ, მზიან იტალიაში ალკოჰოლოს მოხმარება სადღაც შუადღისკენ იწყება.

სადილამდე საათ-საათნახევრით ადრე (ასევე საღამოს, 7 საათისკენ) იტალიელები ბარებისკენ მიეშურებიან. ტრაპეზისთვის მომზადებას დრო სჭირდება. სადილად და ვახშმად კი უამრავი საჭმელი ელით! უდავოდ, ახალი ინგრედიენტებისგან მომზადებული უგემრიელესი კერძები - სასარგებლო, როგორც ორგანიზმისთვის, ასევე, სულისთვისაც. ამიტომაც, საგულდაგულო მზადყოფნაა საჭირო.

იტალიელები მიიჩნევენ, რომ ჭამამდე ერთი საათით ადრე ჭიქა ღვინო უნდა მიირთვა - უმჯობესია თეთრი, მაგრამ წითელიც შეიძლება. შეიძლება მეორე ჭიქაც, მაგრამ მესამე ნამდვილად ზედმეტია! ღვინის გარდა, საკვების მიღებამდე შეგიძლია ასევე ვერმუტი, კამპარი, აპეროლი ან რაიმე სხვა აპერიტივი მიირთვა. ნუ დაივიწყებთ ხემსზეც - იტალიაში აპერიტივთან მარილიან თხილს, ორცხობილასა და ზეთისხილს მოგართმევენ. დალიეთ აუჩქარებლად, სასიამოვნო საუბრების თანხლებით და დრო შეუმჩნევლად გაივლის. ამის შემდეგ კი განეწყობით სადილისთვის ან ვახშმისთვის - კუჭს აგრძნობინებთ, რომ მალე უზარმაზარი სიამოვნება ელოდება. პრელუდიები მორჩა, გადავდივართ ძირითად საქმეზე!

იხილეთ სრულად