საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს - კვირის პალიტრა

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მანანა კობახიძის კანდიდატურას წარადგენს

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ფრაქცია „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის კანდიდატურაზე მანანა კობახიძეს წარადგენს.

მისი თქმით, ფრაქცია "ქართული ოცნება" პარლამენტს მანანა კობახიძის კანდიდატურას დღეს ბიუროს სხდომამდე წარუდგენს.

"ეს გადაწყვეტილება მიღებულია. დღეს ბიუროს სხდომამდე ფრაქცია "ქართული ოცნება" პარლამენტს ასარჩევად წარუდგენს მანანა კობახიძის კანდიდატურას. ვფიქრობ, ის იქნება ერთ-ერთი წარმატებული მოსამართლე. ის ვალდებულია უზრუნველყოს მაქსიმალური ობიექტურობა, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები და მისი მოსამართლეობა არ იყოს პოლიტიკური სპეკულაციების საგანი. ეს იყო ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება და ძალიან მაღალი ალბათობით ეს გადაწყვეტილება მიიღებს უმრავლესობის მხარდაჭერას", - განაცხადა მდინარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"