დიდუბეში მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა - კვირის პალიტრა

დიდუბეში მამაკაცს ბათუმისკენ მიმავალი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა

დიდუბეში არსებულ რკინიგზის გადასასვლელთან მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად შუა ხნის მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.

მათივე განმარტებით, მომხდარზე საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 275-ე მუხლითაა აღძრული, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით კი, მამაკაცს თბილისიდან ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებელი დაეჯახა.