ქუთაისში ინკასაციის მანქანა ნიღბიანებმა დააყაჩაღეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში ინკასაციის მანქანა ნიღბიანებმა დააყაჩაღეს

ქუთაისში ინკასაციის მანქანას ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა გარკვეული რაოდენობის თანხა მიითვისეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

უწყებაში სხვა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ.

"ინტერპრესნიუსი"