ანა - გოგონა საოცარი ღიმილით და მძიმე დიაგნოზით - კვირის პალიტრა

ანა - გოგონა საოცარი ღიმილით და მძიმე დიაგნოზით

ანი მეხაშიშვილი 3 წლისაა. მისი ბავშვობა, თანატოლებისგან რადიკლაურად განსხვავდება. გარეთ თამაში აკრძალული, კვება კი შეზღუდული აქვს. ანა გასტროშიზისით - გამოვარდნილი მუცლის ღრუს ორგანოებით  დაიბადა.  2 დღის იყო, როცა პირველი ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.  საკვები, რომელსაც ბავშვი იღებს, მუცელზე არსებული ჭრილობიდან გამოდის.

 

ვრცლათ იხილეთ სპეც-პროექტი

ანას მშობლები დიანა ჯინჭარაძე და ვახტანგ მეხაშიშვილი არიან. ისინი 4 წლის წინ დაქორწინდნენ. ბედნიერება, რომელსაც ზღაპრული დასაწყისი ჰქონდა, ანას დაბადების დღიდან შეიცვალა. მშობლების მთავრი საზრუნავი წამალი და შვილის კარგად ყოფნა გახდა.ოჯახის ერთადერთი შემომტანი ვახტანგია. სამ დღეში ერთხელ დაცვის პოლიციაში მუშაობს. დანარჩენ დღეებში, ტყეში შეშაზე დადის და მეზობლებს სოფლის საქმეებში ეხმარება.  მოპოვებული თანხა აფთიაქებზე და საავადმყოფოებზე ნაწილდება.

ანას მეხაშიშვილს  საყვარელი თოჯინა ყავს. დედას ხშირად ბინტებს პარავს და თავის სათამაშოს მუცელზე ახვევს. ასე დაეჩვია, რადგან დაბადებიდან დღემდე, დედა მუცელზე ჭრილობას დღეში 20-30 ჯერ უმუშავებს. საკვებს მწოლიარე იღებს. მუცლელზე არსებული ჭრილობიდან, მიღებული საჭმელი უმალავე გამოდის. ინფექცია, რომ არ შეეჭრას დედა მუცელს იმ წამსვე უმუშავებს.

ანას გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ყველაფრის მიუხედავად  სულ იღიმის. ყველაზე მეტად სტუმრების მოსვლა უხარია. თვითონ გარეთ იშვიათად გადის. ყოფილა შემთხვევა სტუმრად, დაბადების დღეზე, სუფრიდან ნამცხავრი მოუპარავს და ის ღამე საავადმოყოფოში გაუთენებია. მშობლები ამბობენ, რომ  უხმოდ ტირილი ისწავლა. დედას, მის თვალებზე ჩუმად გადმოვარდნილი ცრემლები, ხშირად შეუმჩნევია.

ანა- გოგონა საოცარი ღიმილით. მისი ცხოვრების შეცვლა, ისრაელშია შესაძლებელია. სწორედ აქ შეძლებენ ექიმები ჩაუტარონ ორი ურთულესი ოპერაცია. ოპერაცია, რომელიც მას გარეთ თამაშის, მეგობრების შეძენისა და თვალებიდან ცრემლების გაქრობის საშუალებას მისცემს. ოჯახი დახმარებას ითხოვს.

ანი მეხაშიშვილი  ფონდი „სიკეთის კვალი“-ს  ბენეფიციარია. პროექტის #ქველმოქმედებამარტივია ფარგლებში ჟურნალ „ოჯახის მკურნალი“-ს თებერვლისა და მარტის ნომრების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, გადაერიცხება ფონდს „სიკეთის კვალი“, რომელიც ამ თანხას გამოიყენებს ანის მკურნალობისთვის.

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალ „ოჯახის  მკურნალის“ რედაქციისა და პალიტრა მედია ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია.  პროექტის მიზანია ქველმოქმედება ადამიანების ცხოვრების ყოველდღიურ ნაწილად აქციოს. რა არის იმაზე დიდი სიკეთე და ბედნიერება, როდესაც შენი თითქოს უმნიშვნელო ქმედება ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, ამ დროს ჩვენ ყველა ხომ გმირები ვხდებით.

 

ვრცლათ იხილეთ სპეც-პროექტი

 

# ქველმოქმედებამარტივია

 

გთხოვთ დარეკოთ  0 901 700 177

ზარის ღირებულება 1 ლარი

ბანკის რეკვიზიტები:

საქართველოს ბანკი: BAGAGE22

ანგარიშის ნომერი: GE10BG0000000667885400

თი ბი სი ბანკი: TBCBGE22

ანგარიშის ნომერი: GE34TB7319436080100002

მიმღები: ფონდი სიკეთის კვალი

გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: ანის გადასარჩენად