მარგველაშვილი მერაბიშვილს შეიწყალებს? - რას პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია? - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი მერაბიშვილს შეიწყალებს? - რას პასუხობს პრეზიდენტის ადმინისტრაცია?

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება, დატოვებენ თუ არა საპატიმროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები - ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის, ეკა მიშველაძის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის შეწყალების საკითხი არ განიხილება.

”რაც შეხება ვანო მერაბიშვილის შეწყალების თემას, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება”, - განაცხადა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე განმარტებით, შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტისთვის არც ვანო მერაბიშვილს მიუმართავს.

იხილეთ ასევე: "ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ციხიდან გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო" - რა მდგომარეობაში არიან მერაბიშვილი და ახალაია ციხეში?

"ინტერპრესნიუსი"