"სასიკვდილო არაფერი სჭირდა, ექიმებს რაღაც გამორჩათ" - რატომ ამბობს უარს დედა ორი თვის წინ გარდაცვლილი შვილის დაკრძალვაზე - კვირის პალიტრა

"სასიკვდილო არაფერი სჭირდა, ექიმებს რაღაც გამორჩათ" - რატომ ამბობს უარს დედა ორი თვის წინ გარდაცვლილი შვილის დაკრძალვაზე

ზუგდიდის საავადმყოფოში ორი თვის წინ გარდაცვლილი 19 წლის შოთიკო ცირგაია ოჯახმა საცხოვრებელი სახლის ეზოში დაკრძალა.

ცირგაიას დედა შვილის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას სასაფლაოზე იქამდე არ დაკრძალავს, ვიდრე შესაბამისი სამედიცინო პერსონალი არ დაისჯება.

"ჩემს შვილს სასიკვდილო არაფერი სჭირდა, რაღაც გამორჩათ. ექიმები ამბობდნენ, მდგომარეობა უმჯობესდებაო და ერთ დღეში როგორ მოკვდა? არ დავკრძალავ სასაფლაოზე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა. ათჯერ რომ დამჭირდეს ჩემი შვილის ცხედრის შეურაცხყოფა, ათჯერვე გავაკეთებინებ ექსპერტიზას", - განაცხადა გარდაცვლილის დედა ირინა წურწუმიამ.

ზუგდიდის საავადმყოფოში კი განმარტავენ, რომ პაციენტი ორმაგი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობდა, თუმცა მისი მდგომარეობა დამძიმდა და თბილისში გადაყვანისას გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"