ვინ არის მომხიბვლელი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა? - კვირის პალიტრა

ვინ არის მომხიბვლელი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს ასეთი დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა?

"მადლობა მარია გაბრიელს უდიდესი მცდელობებისთვის, რომ უვიზო რეჟიმი შესაძლებელი გახდეს დღეს! საქართველო აფასებს თქვენს თავდაუზოგავ მუშაობას და ძლიერ მხარდაჭერას"! - დაწერა ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტმა მიხეილ ჯანელიძემ მარია გაბრიელის "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე და ის ერთადერთი არ არის, ქართველი პოლიტიკოსებიდან, ვინც ქალბატონ ევროპარლამენტარს მადლობას უხდის.

მოგეხსენებათ, ევროპარლამენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებას კენჭი უყარა, რომლის შედეგადაც დადებითი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაშიც მნიშვნელოვანი წილი მარია გაბრიელის მოხსენებამაც შეასრულა.

მან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა გამოსვლისას და ქვეყნის განსაკუთრებულ პროგრესზე ისაუბრა.

"ვიზალიბერალიზაცია ძლიერი სიგნალია ქართველებისთვის. საქართველო ევროკავშირის პარტნიორია და ევროკავშირის ირგვლივ მეგობრები და პარტნიორები უნდა იყვნენ", - განაცხდა მან.

მარია გაბრიელი ქართველ ჟურნალისტთან, ქეთევან ქარდავასთან ერთად

ვინ არის მომხიბვლელი ევროპარლამენტარი, რომელმაც საქართველოს ასეთი მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა?

მარია ივანოვა გაბრიელი 1979 წლის 20 მაისს, ბულგარეთში დაიბადა. ევროპარლამენტში ის წარმოადგენს ევროპის სახალხო პარტიას. 2012 წლის 19 იანვარს ის ევროპის სახალხო პარტიიდან აირჩიეს ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის კომიტეტის ხელმძღვანელად.

1997 წელს დაამთავრა გიმნაზია კიუსტენდილში, უმაღლესი განათლება ჯერ ბულგარეთში მიიღო, მოგვიანებით კი სწავლა საფრანგეთში გააგრძელა. 2003 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი პოლიტოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.

როგორც ბულგარული ვიკიპედია უწყება, ის დასაოჯახებელია.