წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ბათუმში შვიდი პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ბათუმში შვიდი პირი დააკავეს

ბათუმში, გვიან ღამით წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, შვიდი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული პირები ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რის გამოც შემთხვევის ადგილზე გამოცხადდა პოლიცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს წინააღმდეგობა გაუწიეს და დაკავებულ იქნენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც წვრილმან ხულიგნობა და სამართალდამცავ ორგანოს თანამშრომლის მირ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებას გულისხმობს.

საკითხზე ბათუმის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"