2016 წელს 153 არასრულწლოვანი ბრალდებულიდან სასამართლომ მხოლოდ 7 გაამართლა - კვირის პალიტრა

2016 წელს 153 არასრულწლოვანი ბრალდებულიდან სასამართლომ მხოლოდ 7 გაამართლა

2016 წელს საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში სულ 153 არასრულწლოვანი ბრალდებულის სისხლის სამართლის საქმე იქნა განხილული. როგორც ”ინტერპრესნიუსის” მიერ გამოთხოვილი საერთო სასამართლოების სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული, განხილული საქმეებიდან გამამართლებელი განაჩენი მხოლოდ შვიდი არასრულწლოვანი ბრალდებულის მიმართ დადგა.

146 არასრულწლოვანი ბრალდებული კი, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლომ გაამტყუნა, რომელთა მიმართაც გამოყენებული იყო სასჯელის სხვადასხვა ფორმები.

რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთის სასჯელის ნაცვლად ე.წ. სამაჯურების გამოყენებას, ამის თაობაზე სასამართლო სტატისტიკაში ინფორმაცია არ აღირიცხება.

"ინტერპრესნიუსი"