რა მოთხოვნები აქვთ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს პრემიერ-მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სახალხო დამცველის მიმართ - კვირის პალიტრა

რა მოთხოვნები აქვთ "ბავშვთა სამყაროს" დაზარალებულებს პრემიერ-მინისტრის, მთავარი პროკურორისა და სახალხო დამცველის მიმართ

„ბავშვთა სამყაროს“ დაზარალებული მოვაჭრეები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძეს და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავენ.

დაზარალებული მოვაჭრეები ხუთ მოთხოვნას აყენებენ. კერძოდ, მოვაჭრეები მოითხოვენ:

1.შენობის დემონტაჟისა და ნანგრევების გასუფთავების დროს მათი ჯგუფის წარმომადგენელი დაესწროს ყველა პროცესს, რათა არ მოხდეს ქონების სხვა პირების მხრიდან შესაძლო დატაცება;

2. დროულად ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, განისაზღვროს ხანძრის კერის გაჩენის ობიექტური მიზეზები და დაისაჯონ შენობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები;

3. მაქსიმალურად მოკლე ვადაში მოხდეს ზარალის დათვლა და სახელმწიფოს განკარგვაში არსებული რეზერვებიდან შესაძლებლობის ფარგლებში მოხდეს ზარალის ანაზღაურება;

4. მთავრობის მხრიდან ეთხოვოს ეროვნულ ბანკს გაუწიოს შუამდგომლობა დაზარალებულებს კომერციულ ბანკებთან და საკრედიტო ორგანიზაციებთან მათთვის საშეღავათო პირობების გაწევის თაობაზე;

5. ეთხოვოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს მოიძიოს ალტერნატიული სავაჭრო ფართები, რათა დაზარალებულებს მიეცეს საშუალება საქმიანობის გაგრძელების“, - ნათქვამია მიმართვაში.

მოვაჭრეები ამ დროისთვის „ბავშვთა სამყაროსთან“ არიან შეკრებილი. ისინი კვლავ შესვლას და საკუთარი ნივთების მოძებნას მოითხოვენ.

"ინტერპრესნიუსი"