ქუთაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

„ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს ადგილობრივებმა. არავინ არაფერი იცის, ვინაა ან რა მოუვიდა"

ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ოღასკურას არხში ადგილობრივებმა დღეს დილით ნახეს.

მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების განცხადებით, გარდაცვლილის ვინაობა მათთვის უცნობია. მათ ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარეკეს.

„ცხედარი დღეს დილით აღმოაჩინეს ადგილობრივებმა. არავინ არაფერი იცის, ვინაა ან რა მოუვიდა“, - აცხადებენ ადგილობრივები.

ცხედარი სამხარაულის სახელობის ქსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

"ინტერპრესნიუსი"