მკვლელობა გორში - ურთიერთშელაპარაკებას 51 წლის მამაკაცი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

მკვლელობა გორში - ურთიერთშელაპარაკებას 51 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

გორში 51 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე, ე.წ ”უსინათლოების ბინის” ეზოში მოხდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, გარდაცვლილია ამავე ეზოში მცხოვრები გიორგი მთიულიშვილი. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახური, მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შს სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, დადგენილია ეჭვმიტანილის ვინაობა და მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

"ინტერპრესნიუსი"