10 წლის დისშვილთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს - კვირის პალიტრა

10 წლის დისშვილთან სექსუალური კავშირის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

დის შვილთან სექსუალური კავშირის დამყარების ბრალდებით სამართალდამცველებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია ”იმედი” ავრცელებს.

”ქრონიკის” ინფორმაციით, შემთხვევა თბილისში, გლდანის რაიონში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცს პოლიცია 10 წლის ბიჭთან სექსუალური კავშირის დამყარებას ედავება.

”ინტერპრესნიუსი” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა, უწყებაში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.

"ინტერპრესნიუსი"