"მაია რჩეულიშვილი დუმილის უფლების გამოყენებას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადებას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"მაია რჩეულიშვილი დუმილის უფლების გამოყენებას არ აპირებს და სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადებას გეგმავს"

"დარჩა ბევრი საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ პასუხი გაუცემელია"

"ცენტრ პოინტის" დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა მარიამ ცუცქირიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მაია რჩეულიშვილი სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადებას გეგმავს.

როგორც ცუცქირიძემ აღნიშნა რჩეულიშვილი დიდი ალბათობით მომდევნო პროცესზე დაიკითხება.

"იმის მიუხედავად, რომ ბრალდების მხარემ პრაქტიკულად დაასრულა მტკიცებულებების გამოკვლევა, დარჩა ბევრი საკითხი, რომელზეც ჯერ კიდევ პასუხი გაუცემელია ან სრულყოფილად არ არის გაცემული. აქედან გამომდინარე, მაია რჩეულიშვილის სურვილია დაიკითხოს და მისცეს სასამართლოს ამომწურავი ინფორმაცია საქმესთან დაკავშირებით", - განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.

რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, მისი ინტერესების დამცველის ქეთევან ჩომახაშვილის განცხადებით, ის ბრალდებულს არ შეხვედრია და შესაბამისად, მისთვის უცნობია სურს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა.

"ინტერპრესნიუსი"