"ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა" - ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ - კვირის პალიტრა

"ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა" - ბათუმში ახალგაზრდა ქალს ეძებენ

ბათუმში 18 წლის ახალგაზრდა ქალს ეძებენ. ახლობლების ინფორმაციით, ქრისტინა ძნელაძე 8 თებერვალს სახლიდან გავიდა და ამ დრომდე არ დაბრუნებულა. ძმის უჩა ძნელაძის ინფორმაციით, ქრისტინა ბოლოს კამერებმა ქობულეთში, სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირეს, ამის შემდეგ კი მისი კვალი იკარგება.

„ბათუმში პლაზის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულმა ვიდეოკამერებმა დააფიქსირა, რომ იგი ტაქსიში დაჯდა და ქობულეთის მიმართულებით იმგზავრა. ქობულეთში სადგურში ჩამოვიდა, სადაც ასევე კამერებმა დააფიქსირა, თუმცა ამის შემდეგ მისი კვალი იკარგება. სამართალდამცავები 19:00 საათის შემდეგ ეძებენ. ქრისტინა გათხოვილია და ერთი წლის ბავშვი ჰყავს. სამძებრო სამუშაოებში მისი ქმარი ნათესავებთან ერთად აქტიურად არის ჩართული. ოჯახში კონფლიქტი არავისთან არ ჰქონია. ამ წუთებში მამიდა და ბიძაჩემი გამომძიებელთან იმყოფებიან. არ ვიცი, შესაძლებელია ვიღაცამ გაიტაცა და ველოდებით ზარს. სამართალდამცავები ჯერჯერობით ვერაფერს გვეუბნებიან. გუშინ,ჩემი და 15:00 საათზე ქმარმა სახლიდან გამოაცილა, რათა ქალაქში რაღაც უნდა შეეძინა. მე პირადად გონიოში ვცხოვრობ, ჩემი და კი ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში იყო გათხოვილი“, - აცხადებს უჩა ძნელაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"