სომხეთში 24 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

სომხეთში 24 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

სომხეთის დედაქალაქ ერევნის ერთ-ერთ ძვირადღირებულ სასტუმროში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც სომხური საინფორმაციო სააგენტო news.am-ი Shamshyan.com-ზე დაყრდნობით იუწყება, გარდაცვლილი ზ.თ. Ani Plaza-ს 12-ე სართულზე ერთ-ერთ ნომერში საწოლში ნახეს. 24 წლის მამაკაცს მაჯები ჰქონდა დასერილი, კისერზე კი წებოვანი ლენტი ჰქონდა შემოხვეული. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

"ინტერპრესნიუსი"