"მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი" - კვირის პალიტრა

"მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი"

საქართველოს მოქალაქეები ისრაელის მესაზღვრეებს არაადამიანურ მოპყრობასა და დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. აცხადებენ, რომ 28 იანვარს ისრაელში ჩასული ოცდაათამდე ქართველი მგზავრის უფლებები დაირღვა, მეტიც, მათ სამი დღით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და არაადამიანურ პირობებში ამყოფეს მხოლოდ იმის გამო, რომ ქართველები არიან.

იურისტი, შშმ ბავშვთა უფლებადაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია "ნათელი მომავლის ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი მარიამ მენაბდიშვილი ისრაელის მესაზღვრეებს უკანონო დაკავებასა და დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ისრაელში დაგეგმილი ჰქონდა საქმიანი შეხვედრა, რომელიც შშმ ბავშვებისთვის საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნას ეხებოდა.

მარიამ მენაბდიშვილი:

- როდესაც სალაროში პასპორტი მივაწოდე, ბილეთი და დაზღვევა მომთხოვეს. ყველა დოკუმენტი წესრიგში მქონდა, მაგრამ ერთი საათი მაინც ოთახში მაცდევინეს. შეფერხების მიზეზის განმარტებას ვითხოვდი, მითხრეს, რომ უნდა მელაპარაკა მხოლოდ ივრითზე. ამის შემდეგ შემიყვანეს სხვა ოთახში, სახესთან ახლოს კამერა მომიტანეს და მითხრეს, მეთქვა, რა მიზნით ვიყავი ჩასული ისრაელში. შეამოწმეს ჩემი დოკუმენტაცია და ნახეს, რომ ვიყავი არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი. არ მიჯერებდნენ, რომ ისრაელში სამუშაოდ არ მივდიოდი. ავუხსენი, რომ ამის მიზეზი არ მქონდა, რომ საქართველოში მაქვს ბინები, არ ვარ დევნილი, მყავს მცირეწლოვანი შვილები, მეუღლე, რომელსაც აქვს სამსახური და მაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია. ამის მიუხედავად, მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი, მოსამსახურე და უნდა დავეგდო იქ, სადაც მიმითითებენ. შემდეგ ჩამომართვეს საფულე, რომელშიც 1.000 დოლარი მედო, ამიხვიეს თვალები, სხვა ქართველ მგზავრებთან ერთად ჩამსვეს ავტომანქანაში, ჩამოგვართვეს მობილურები...

ვიღაცამ ჩაი მომიტანა, ფინჯანში ჩამიფურთხა და მიბრძანა, დალიეო...

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "მეუბნებოდნენ, რომ მე ვიყავი საქართველოდან ჩასული მეძავი"