გორში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

გორში თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, ყიფიანის ქუჩაზე # 15-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, თავდაცვის სამინისტროს მე-5 ბრიგადის თანამშრომელი, კაპრალი მარიკა გელაძე გარდაცვლილი იპოვეს.

მარიკა გელაძე წლების განმავლობაში მე-5 ბრიგადაში ექთნად მუშაობდა. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სამსახურში არ გამოცხადდა და თანამშრომლებმა შინ მიაკითხეს.

ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ერთ-ერთ ვერსიად განიხილება საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვა.

"ინტერპრესნიუსი"