თბილისში 16 წლის ბიჭი მოკლეს - კვირის პალიტრა

თბილისში 16 წლის ბიჭი მოკლეს

თბილისში, ნაძალადევის რაიონში მკვლელობა მოხდა. ცოტნე დადიანის ქუჩაზე 16 წლის ბიჭი გუშინ ღამე მოკლეს. მკვლელობა ცივი იარაღით არის ჩადენილი. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი.