დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

დაკავებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. მატროსოვის ციხიდან ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კლინიკის ტერიტორიიდან იტყობინება, ამ წუთებში კლინიკაში დაკავებულის ადვოკატებიც შევიდნენ.

როგორც ცნობილია, სასჯელაღსრულების უწყება აღნიშნულ სამოქალაქო კლინიკასთან თანამშრომლობს და იქ გადაჰყავთ ხოლმე ის პატიმრები, რომლებსაც დამატებითი გამოკვლევები ესაჭიროებათ.

როგორც დღეს ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, მამა გიორგი მამალაძეს უკვე მეოთხე დღეა მაღალი ტემპერატურა აღენიშნება და პერიოდულად აქვს წნევის პრობლემა.