საქართველოსგან თურქეთში სომხების გენოციდის აღიარებას ითხოვენ - კვირის პალიტრა

საქართველოსგან თურქეთში სომხების გენოციდის აღიარებას ითხოვენ

თურქეთის მიერ სომხების გენოციდის აღიარების თხოვნით საქართველოს პარლამენტს სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენელმა მიხეილ ავაქიანმა მიმართა. მისი

განცხადებით, "1915 წელს თურქეთის მთავრობამ თითქმის მთლიანად გაანადგურა ოსმალეთის იმპერიის სომეხი მოსახლეობა".

მისი თქმით, სომეხთა წინააღმდეგ ისეთივე გენოციდი განხორციელდა, როგორიც აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ. საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნიათ, რომ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის საკითხის პარლამენტში განხილვამდე, ამ თემაზე აკადემიურმა და სამეცნიერო წრეებმა უნდა იმსჯელონ.

სომხეთის სათვისტომოს წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს პარლამენტი აღიარებს იმ დანაშაულს, რაც თურქეთმა სომხეთის მიმართ ჩაიდინა და რასაც, მათივე თქმით, გენოციდი ჰქვია.