"წყლით სავსე აბაზანაში ნახეს" - ფოთში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს - კვირის პალიტრა

"წყლით სავსე აბაზანაში ნახეს" - ფოთში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს

ფოთში, 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში დედა-შვილი გარდაცვლილი იპოვეს. დედა 80 წლის იყო, შვილი კი 60-ის. რა გახდა გარდაცვალების მიზეზი უცნობია.

მეზობლები ყვებიან, რომ მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ და მომვლელი ჰყავდათ.

მათივე თქმით, დილით მისულ მომვლელს კარი ჩაკეტილი დახვდა, რის შესახებაც მან მეზობლებსა და სამართალდამცველებს შეატყობინა. სახლში შესაღწევად კარის შემტვრევა გახდა საჭირო.

მეზობლების ინფორმაციით, დედა-შვილი წყლით სავსე აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. მიმდინარეობს გამოძიება.

რა გახდა გარდაცვალების მიზეზი ექსპერტიზა დაადგენს.

"ინტერპრესნიუსი"