საპატრიარქოში ბიძინა ივანიშვილი მივიდა
საპატრიარქოში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მივიდა. მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, სავარაუდოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს მოინახულებს.
ბიძინა ივანიშვილი საპატრიარქოში მეუღლესთან ერთად მივიდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პ.ს. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საპატრიარქო უკომენტაროდ დატოვა. ის საპატრიარქოში დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.
(ფოტო - არ ასახავს ივანიშვილის საპატრიარქოში ამჟამინდელ ვიზიტს)
"ინტერპრესნიუსი"