მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს - კვირის პალიტრა

მახათას მთაზე ეკლესია გაქურდეს

თბილისში, მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

რა ნივთებია წაღებული ტაძრიდან, ჯერჯერობით უცნობია.