გახდა თუ არა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების საფუძველი მამა გიორგი მამალაძის ჩვენება? - კვირის პალიტრა

გახდა თუ არა მეუფე პეტრეს დაკითხვაზე დაბარების საფუძველი მამა გიორგი მამალაძის ჩვენება?

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო უწყებაში დაუდასტურეს.

მეუფე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს.

როგორც ჟურნალისტებს, მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, მამა გიორგი მამალაძის ჩვენებაში მეუფე პეტრე არ ყოფილა იმ კონტექსტით დასახელებული, რომ ეს გამხდარიყო მისი პროკურატურაში დაბარების საფუძველი.

ფანცულაია არ გამორიცხავს, რომ მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით იყოს დაბარებული პროკურატურაში. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მას არ ჰქონია კონტაქტი მეუფე პეტრესთან და აქვს სურვილი, რომ გაერკვეს ვითარებაში და გაიგოს რის გამოა დაბარებული მეუფე საგამოძიებო უწყებაში.

”აუცილებლად ვეცდები, კანონის ფარგლებში დავამყარო მეუფე პეტრესთან კომუნიკაცია. რაც შეეხება გუშინდელ დაკითხვასთან კავშირს, როგორც იურისტს, მიმაჩნია, რომ გუშინდელი დაკითხვიდან არ უნდა გამომდინარეობდეს მისი დაბარება, თუმცა ის, რომ შესაძლოა ამ საქმეზე იყოს დაბარებული, ამას ვერ გამოვრიცხავ”, - განაცხადა ფანცულაიამ.

იხლეთ ასევე: თითქმის 12-საათიანი დაკითხვა - რა ინფორმაციის სანაცვლოდ ითხოვს დაკავებული დეკანოზი მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას?!