"რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ" - მეუფე პეტრე დაკითხვაზე მივიდა - კვირის პალიტრა

"რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ" - მეუფე პეტრე დაკითხვაზე მივიდა

"დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული, დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას"

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა.

როგორც დაკითხვაზე შესვლამდე მეუფემ ჟურნალისტებს განუცხადა, მზად არის ნებისმიერ წინააღმდეგობას და განსაცდელს ღირსეულად შეხვდეს.

”მე არ ვარ სამართალმცოდნე, მაგრამ მიჩნდება ერთი ძალიან საინტერესო ეჭვი - კურიოზულ შემთხვევას შეიძლება წავაწყდეთ, რომ საბოლოოდ ყველა ბრალდებებიდან გამომდინარე, მამა გიორგი მამალაძის ბრალდება გადაკვალიფიცირდეს გაუთქმელობის დარღვევით...

რაც საჯარო განცხადებები გვაკეთე, რაც ხმა აღვიმაღლე უსამართლობის წინააღმდეგ, პროკურატურას გაუჩნდა შეკითხვები ჩემს მიმართ", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

ჭყონდიდის მიტროპოლიტი არ ფიქრობს, რომ ის მთავარ პროკურატურაში დეკანოზ გიორგი მამალაძის ჩვენების გამო დაიბარეს.

”არა მგონია, დეკანოზის ჩვენებიდან გამომდინარე იყოს. წუხელ გვიან დამთავრდა დაკითხვა, მე როგორც ვიცი და არ მგონია”.

როგორც მეუფე პეტრემ აღნიშნა, პროკურატურა ამ საქმეში ნდობას არ იმსახურებს.

”მამა გიორგის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღევევიდან და სხვა დარღვევებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პროკურატურა ნდობას არ იმსახურებს. მე ერთადერთს ვითხოვ - მაღალკვალიფიციურ ჩართულობას...

დღეს გამოჩნდება, საპატრიარქოს ჩრდილოვანი მმართველობა და მისი მფარველი პრორუსული, დამპყრობლური ძალები ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რამდენად მართავენ საქართველოს პროკურატურას", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.