დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: "რადგან მამა გიორგიმ ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, ესე იგი, საჭიროა" - კვირის პალიტრა

დეკანოზ გიორგი მამალაძის დედა: "რადგან მამა გიორგიმ ოჯახის უსაფრთხოების დაცვა ითხოვა, ესე იგი, საჭიროა"

27 თებერვალს, დეკანოზმა, გიორგი მამალაძემ დაკითხვაზე რამდენიმე შეკითხვას პასუხი არ გასცა. დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, ვიდრე დეკანოზი გიორგი მამალაძე ოჯახის უსაფრთხოების გარანტიებს არ მიიღებს, ამ შეკითხვებზე პასუხს არ გასცემს.

მამა გიორგი მამალაძის მოთხოვნას, რომელიც ოჯახის უსაფრთხოებას უკავშირდება, დეკანოზის დედა ქეთევან მაღლაკელიძე გამოეხმაურა. ჟურნალისტებთან საუბრისას ქეთევან მაღლაკელიძე აცხადებს, რომ მამალაძეების ოჯახში ამ დრომდე სამართალდამცავები არ მისულან.

"სამართალდამცავები ოჯახში ჯერ არ ყოფილან, არც პროკურატურიდან მოსულან. ზოგადად, არავისგან არ ვგრძნობთ რაიმე სახის ზეწოლას, თუმცა, რადგან მამა გიორგიმ ითხოვა ოჯახის უსაფრთხოების დაცვა, ესე იგი, საჭიროა და ამას ვეთანხმები", - აცხადებს დეკანოზის დედა.

იხილეთ ასევე: თითქმის 12-საათიანი დაკითხვა - რა ინფორმაციის სანაცვლოდ ითხოვს დაკავებული დეკანოზი მისი ოჯახის უსაფრთხოების გარანტიას?!

"ინტერპრესნიუსი"