"მამა გიორგი ითხოვს ზიარების მიღებას, რაც აკრძალული აქვს" - რატომ არ აპირებს ჩვენების მიცემას დეკანოზი გიორგი მამალაძე? - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი ითხოვს ზიარების მიღებას, რაც აკრძალული აქვს" - რატომ არ აპირებს ჩვენების მიცემას დეკანოზი გიორგი მამალაძე?

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე გამოძიებისთვის დღეს ჩვენების მიცემას არ აპირებს.

როგორც დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა, მამა გიორგისთვის ოჯახის უსაფრთხოება მნიშვნელოვანია და სანამ აღნიშნული არ იქნება უზრუნველყოფილი, დამატებითი ჩვენების მიცემაზე უარს აცხადებს.

მისივე განმარტებით, დაკავებული დეკანოზი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და სასულიერო პირებისგან თანადგომას და ლოცვებში მოხსენიებას ითხოვს.

დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძე მეუფე თეოდორეს კურთხევით მოინახულა. როგორც მამა გიორგი თევდორაშვილმა აღნიშნა, დღეს დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია.

„პირველ რიგში, ითხოვს წმინდა ზიარების მიღებას, რაც მას აკრძალული აქვს და იმედი მაქვს, მოგვცემენ უფლებას მამა გიორგის ზიარების. თავს ცნობს უდანაშაულოდ და ჩვენგან ითხოვს თანადგომას, ლოცვებში მოხსენიებას. იმედი მაქვს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანი მას ლოცვებში მოიხსენიებს. ჩვენი განსასჯელი არაა ის დამნაშავეა თუ არა. მამა გიორგი ამ შემთხვევაში განსაცდელშია და იმედი მაქვს, ამ განსაცდელიდან დროულად გამოვა“, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"