დედის გახარება მარტში "ვესტელმა" გაა-მარტ-ივა! - კვირის პალიტრა

დედის გახარება მარტში "ვესტელმა" გაა-მარტ-ივა!

ელექტრო ტექნიკის მწარმოებელი ბრენდი "ვესტელი" მარტში უპრეცენდენტო Facebook კამპანიას აცხადებს! სრულიად საქართველოს ტერიტორიაზე გაბნეულ საუკეთესო შვილებს "ვესტელის" დახმარებით ეძლევათ იშვიათ შესაძლებლობა გაახარონ დედები ყოველგვარი დანახარჯის გარეშე, მხოლოდ საკუთარი ფანტაზიის საშუალებით.

ამისთვის 19 წლამდე ბავშვებმა მხოლოდ წერილი უნდა დაწერონ სათაურით "დე, შენ საუკეთესო ხარ" და 9 მარტამდე გამოგზავნონ შემდეგ ელფოსტაზე: marti@vestel.ge. კონკურსანტებმა წერილში საკუთარი სიტყვებით, საინტერესოდ და განსხვავებულად უნდა აღწერონ რატომ არის მათი დედა საუკეთესო. კონკურსის ბოლოს კი ვესტელის მმართველი გუნდი გამოავლენს 4 გამარჯვებულს. ორი ყველაზე კრეატიული წერილის ავტორს საჩუქრად გადაეცემა უახლესი მოდელის ჭურჭლის სარეცხი მანქანები, ხოლო კიდევ ორი ყველაზე მზრუნველი შვილის წერილის ავტორს ვესტელი საჩუქრად გადასცემს 2017 წლის სარეცხ მანქანებს. კომპანიის მენეჯმენტს სურს მისცეს შესაძლებლობა ახალგაზრდებს, გაუკეთონ დაუვიწყარი საჩუქარი მათი ცხოვრების ყველაზე ძვირფას ქალბატონებს - დედებს და განსაკუთრებულად მიულოცონ მათ 3 და 8 მარტი.

მიმდინარე წელს ვესტელი საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს უკონკურენტო, მსოფლიო რეკორდსმენ ჭურჭლის სარეცხ და სარეცხი მანქანებს. ახალი თაობის ულტრა თანამედროვე სარეცხი მანქანები აღჭურვილია Pyrojet სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს წელიწადში

მხოლოდ 58კვტ. ელენერგიის მოხმარებას, მაშინ როდესაც სტანდარტული სარეცხი მანქანა დაახლოებით 288 კვტ. ელ. ენერგიას მოიხმარს წლის განმავლობაში. ასევე უკონკურენტოა ვესტელის ახალი თაობის ჭურჭლის სარეცხი მანქანა, რომელიც 14 პერსონაზე გათვლილ ჭურჭელს მხოლოდ 5,5 ლტ. წყლის და 0,66 კვტ. ელ. ენერგიის გამოყენებით რეცხავს.

ვესტელის მაღაზიათა ქსელში ნებისმიერი გემოვნებისა თუ შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია შეარჩიოს/შეიძინოს მისთვის სასურველი საოჯახო ტექნიკა 5 წლიანი უფასო საგარანტიო მომსახურებით და ისარგებლოს უფასო მიტანისა და მონტაჟის სერვისით.

საქართველოს ბაზარზე ვესტელი 17 წელია ოპერირებს და მოსახლეობას ევროპული სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნიკას სთავაზობს. ამჟამად ბრენდი საქართველოს მასშტაბით 13 მაღაზიით არის წარმოდგენილი და 50-მდე სადილერო ქსელით. კომპანია ვესტელმა საყოფაცხოვრებო ტექნიკის წარმოება 1983 წელს დაიწყო და ბოლო ათწლეულების განმავლობაში მუდმივად ახორციელებს ინვესტიციებს წარმოების ინოვაციურობისა და სრულყოფის მიზნით. ვესტელის საწარმოები 1 მილიონ კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 14 000 ადამიანს აღემატება. წარმოებული ტექნიკის ექსპორტი მსოფლიოს 140 ქვეყანაში ხორციელდება.

R