ვინ და რატომ მოკლა რეინჯერი?! - კვირის პალიტრა

ვინ და რატომ მოკლა რეინჯერი?!

კასპის რაიონში, სოფელ ხოვლეს მიმდებარედ ტყეში მოკლული რეინჯერის მკვლელობის საქმე გახსნილია. შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს. დანაშაულში ბრალდებული სოფელ ზემო ხანდაკის მკვიდრია.

არსებულ საქმეზე გადაკვალიფიცირდა 116-ე მუხლით აღძრული სისხლის სამართლის საქმეც, რომელიც ამჟამად 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, რომ სოფელ ზემო ხანდაკის მცხოვრები ტყეში უკანონო ჭრას ახორციელებდა, რა დროსაც მეტყევე რეინჯერი კახა ყურაშვილი მივიდა და ჯარიმის დაწერას აპირებდა. სწორედ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა კონფლიქტი, რა დროსაც ბრალდებულმა მეტყევე-რეინჯერს თავის არეში შეშის ნაჭერი ჩაარტყა.

გამოძიება მკვლელობის დეტალებს ადგენს, მიმდინარეობს ექსპერტიზა.

"ინტერპრესნიუსი"