"დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია" - კვირის პალიტრა

"დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია"

საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარის, დეკანოზ გიორგი თევდორაშვილის განცხადებით, "ეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებაზე თანხმობა სასჯელაღსრულების სამინისტროდან მიღებულია.

მამა გიორგის განცხადებით, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ როდის შევა სასულიერო პირი მამა გიორგი მამალაძის საზიარებლად. ”უახლოეს პერიოდში უწმინდესი გადაწყვეტს, რომ მასთან შევიდეს სასულიერო პირი. მე თვითონ ველოდები ზარს”, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა.

მისივე თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროდან ზიარებაზე თანხმობა მიღებულია მას შემდეგ, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარების შესახებ მამა გიორგი თევდორაშვილმა ოფიციალურად განცხადება გააკეთა.

”მე როცა განვაცხადე, მას შემდეგ დაგვრთეს ნება. ზიარების დრო ჯერჯერობით უცნობია. მამა გიორგი არ იქნება მიტოვებული. მე გაძლევთ პირობას”, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"