"ნიკა გვარამია ავანტიურისტი მათხოვარია" - გვარამიას შეთავაზება და ხალვაშის პასუხი - კვირის პალიტრა

"ნიკა გვარამია ავანტიურისტი მათხოვარია" - გვარამიას შეთავაზება და ხალვაშის პასუხი

მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან დაკავშირებული დავა ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ გადაწყვიტა, მისმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ხალვაშს შესთავაზა, რომ "რუსთავი 2" მის კოლექტივს მიჰყიდოს.

"რადგან ოფიციალურად დეკლარირებულია, რომ "რუსთავი 2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება არის მნიშვნელოვანი, რადგან "ტვ პირველის" ეთერში ქიბარ ხალვაშმა გააკეთა განცხადება, რომ მისთვის ეს არის ბიზნესის საკითხი და იგი აპირებს "რუსთავი 2"-ის გაყიდვას, ვაკეთებთ შემდეგ შეთავაზებას: ჩემს უკან დგანან ადამიანები, ვის მხარზეც დგას დღეს "რუსთავი 2". გადაეცით "რუსთავი 2" მის კოლექტივს", - განაცხადა ნიკა გვარამაიამ.

"ნიკა გვარამია არის ჩვეულებრივი ავანტიურისტი მათხოვარი. მაგასთან სალაპარაკოდ არ დავჯდები", - ასე უპასუხა ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა გვარამიას შეთავაზებას.

მისივე თქმით, ნიკა გვარამიასთან მოლაპარაკების დაწყებას არ აპირებს, რადგანაც "ის არის მიშას წარმომადგენელი და მიშასთან მოლაპარაკება კი წყლის ნაყვაა".

"ნიკა გვარამია მულტიმილიონერად გადაიქცა, როგორც ვატყობ. როდესაც ნიკა გვარამია მაღალი თანამდებობის პირი იყო, მან, მიშამ და მისმა პარტნიორებმა მოგვაყენეს 50 მილიონის ზარალი. ჩემი ზარალი არ ითვლება მხოლოდ "რუსთავი 2"-ით. მე ვცდილობ ყველაფერი ავანაზღაურებინო, რომ პარტნიორების წინაშე აღებული ვალდებულებები გავისტუმრო.

ნიკა გვარამია ის კაცი არ არის, ვისაც შეიძლება ადამიანი მოელაპარაკოს. ის მიშას წარმომადგენელია და მიშასთან მოლაპარაკება კი წყლის ნაყვაა. ეგ არის ადამიანი, რომელსაც ვერასდროს მოელაპარაკები", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია

"ინტერპრესნისუსის" მასალების მიხდევით