"ვსვამ "რუსთავიორელების" და საქართველოს სადღეგრძელოს!" - სააკაშვილის პირველი გამოხმაურება "რუსთავი 2"-ის საქმეზე - კვირის პალიტრა

"ვსვამ "რუსთავიორელების" და საქართველოს სადღეგრძელოს!" - სააკაშვილის პირველი გამოხმაურება "რუსთავი 2"-ის საქმეზე

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2" - ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გამოეხმაურა:

"სანამ ახალგაზრდა წითელმა ინტელიგენტებმა და ყველა ჯურის კონფორმისტებმა გადაწყვიტეს, რომ რუსთავი 2-ის საქმე ისედაც წასული იყო და ამიტომ მთავარი ქართული სახელმწიფოს შემქმნელის ლანძღვა და საკუთარ უუნარობაში დადანაშაულება იყო, პატრიოტთა ჯგუფმა ბოლომდე არ ჩამოუშვა ხელები და შედეგიც დადო.

საბოლოო გამარჯვებაც დარჩებათ მებრძოლ იდეალისტებს!

ვსვამ "რუსთავიორელების" და საქართველოს სადღეგრძელოს!".

სააკაშვილმა პოსტს ფოტოც დაურთო, რომელზეც მართლაც ღვინის ჭიქით არის აღბეჭდილი.

იხილეთ ასევე: რატომ შეაჩერა სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2" -ის საქმეზე გამოტანილი განაჩენის აღსრულება?!