დავით დვალი: "რუსთავი 2"-ზე ცენზორად არ დავბრუნდები!" - კვირის პალიტრა

დავით დვალი: "რუსთავი 2"-ზე ცენზორად არ დავბრუნდები!"

"ქიბარ ხალვაშთან უნდა გვქონოდა კომუნიკაცია, უნდა გვესაუბრა, მაგრამ არ შევხვედრილვართ, მოვისმენ ქიბარ ხალვაშისგან რას ფიქრობს, მაგრამ ყველა ვარიანტში, მინდა, ერთი რაღაცა იცოდეს საზოგადოებამ, მე ცენზორად "რუსთავი 2"-ზე არ დავბრუნდები", - განაცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა "რეალურ სივრცეში".

მისივე განცხადებით, ის არ დაუშვებს, რომ "რუსთავი 2"-ზე ცენზურა იყოს და თუ ამისგან დაცვის მექანიზმი მას არ ექნება, ჩათვლის, რომ ტელეკომპანია ისევ მითვისებულია.

"არც ერთ ვარიანტში მე არ დავუშვებ, რომ "რუსთავი 2"-ზე ცენზურა იყოს. თუ რაიმე შანსი, თეორიული მაინც, იყოს იმისი, რომ რაღაც კონფიგურაცია ისე დაჯდეს, რომ ამის კონტროლი და დაცვის მექანიზმი მე არ მექნება, ვაცხადებ, რომ არ მაინტერესებს ასეთ "რუსთავი 2"-ში წილის დაბრუნება, ჩავთვლი, რომ "რუსთავი 2" ისევ მითვისებულია ისევ თავიდან ვიღაცის მიერ და გავაგრძელებ ბრძოლას ბოლომდე. ჩემთვის აქ კომპრომისი არ არსებობს", - განაცხადა დვალმა.