"მამა გიორგი მამალაძის განწყობაა ირონიული, რომ ის დღეს ელოდება სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი" - კვირის პალიტრა

"მამა გიორგი მამალაძის განწყობაა ირონიული, რომ ის დღეს ელოდება სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი"

დეკანოზი გიორგი მამალაძე შორენა თეთრუაშვილის მიერ გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებას გაეცნო. პატრიარქის მდივან-რეფერენტის ჩვენება ბრალდებულს ე.წ. მატროსოვის ციხეში ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ შეუტანა. როგორც ადვოკატმა N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დეკანოზი გიორგი მამალაძე საქმის ახალი მასალების გაცნობის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა საკუთარ უდანაშაულობაში.

”გავაცანი პროკურატურის მიერ ახლადგადმოცემული მტკიცებულებები, მათ შორის შორენა თეთრუაშვილის ჩვენება. ამ მასალების გაცნობის შემდეგ დეკანოზი კიდევ უფრო მყარად გრძნობს თავს იმ გაგებით, რომ თავს მიიჩნევს უდანაშაულოდ, ვინაიდან არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც მის დანაშაულს ამტკიცებს. შორენა თეთრუაშვილთან დაკავშირებით არა მარტო დაცვის, არამედ, პირველ რიგში, მამა გიორგი მამალაძის განწყობაა ირონიული, რომ ის არის დღეს ბრალდებული და პატიმარი, ის ელოდება დღეს სასამართლოს და არა დაზარალებულად ცნობილი შორენა თეთრუაშვილი”, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

"ინტერპრესნიუსი"