თელავში ბუნებრივი აირით 3 თვის ჩვილი მოიწამლა - კვირის პალიტრა

თელავში ბუნებრივი აირით 3 თვის ჩვილი მოიწამლა

თელავში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 3 თვის ბავშვი მოიწამლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. ბავშვი თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა წუხელ გადაიყვანა. როგორც თელავის ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრში აცხადებენ, 3 თვის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

„მშობლებმა ცუდად იგრძნეს თავი, გაზის სუნმაც შეაწუხათ, ბებიას თავბრუ დაეხვა, ბავშვს კი ზედმეტი ძილიანობა აღენიშნებოდა. მშობლებს შეეშინდათ და ბავშვი ჯანმრთელობის ცენტრში გადმოიყვანეს. 3 თვის ბავშვს მაშინვე გაეწია პირველადი დახმარება და მიეწოდა ჟანგბადი. ზედმეტი ძილიანობა გაზით ინტოქსიკაციის ერთ–ერთი სიმპტომია. მცირე დოზით იყო მოწამვლა. არსებული ინფორმაციით, ბუნებრივმა აირმა გაზის გამათბობლიდან გაჟონა", - განაცხადა ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორმა თამილა თეიმურაზიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"