სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა - კვირის პალიტრა

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე შეჩერების გადაწყვეტილება უვადოდ გააგრძელა

ტელეკომპანია ”რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს.

”სტრასბურგის სასამართლოს განმხილველმა პალატამ ერთხმად გააგრძელა 3 მარტს მიღებული შეჩერების ღონისძიება. საქართველოს მთავრობას ეკრძალება, აღასრულოს უზენაესი სასამართლოს განჩინება იმ მომენტამდე, ვიდრე ამის უფლებას ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო არ მისცემს”, - განაცხადა გვარამიამ.